02/07/221 223 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პუტინისტური ძალადობრივი ჯგუფების აქციით რუსული მედია დაინტერესდა

თბილისში, რადიკალური, ძალადობრივი დაჯგუფების დღევანდელ თარეშს რუსული მედია ეხმაურება და აქტიურად აშუქებს:
"საქართველოში "ევროპული ღირებულებების“ მოწინააღმდეგეებმა ევროკავშირისა და ნატოს დროშები დახიეს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედიასაშუალება Radiosputnik.
გამოცემის ცნობით, თბილისში დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის „ევროპული ღირებულებების“ და ლგბტ კულტურის დამკვიდრებას.
გაზეთი "Известия" წერს, რომ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელს ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ.
რუსული მედია საკუთარ კორესპონდენტზე, გიორგი ძაბიშვილზე დაყრდნობით, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის შტაბბინასთან ევროკავშირისა და ნატოს დროშები დახიეს. რუსული მედია წერს, რომ აქციის მონაწილეებმა მცირე ხნით გადაკეტეს რუსთაველის გამზირიც. 
აღსანიშნავია, რომ რუსული მედია აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ელჩებთან ერთად, აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის პორტრეტიც გადახაზეს. 
"აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ გადახაზული ცისარტყელის დროშების ბანერები და პლაკატები ელჩების გამოსახულებით,ასევე, საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას გადახაზული პორტრეტი",- წერს რუსული მედია
ოკუპანტების მედიასაშუალებები ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორზე, კონსტატნტინე მორგოშიაზე დაყრდნობით წერენ, რომ აქცია იყო მშვიდობიანი.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ვებგვერდი მიზანმიმართულად არ ავრცელებს პრაიდთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ და ძალადობრივ განცხადებებს, რომლებიც რუსულ მედიაში საქართველოში გამართული აქციის კონტექსტში იწერებოდა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY