რუსებმა ნიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი
29 ივნისს დილით რუსებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს. რაკეტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სამი ადამიანი დაიღუპა 5 კი დაიჭრა.
ინფორმაცია რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა გაავრცელა.
მოქალაქეებს მოუწოდებენ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გავიდნენ გარეთ საჰაერო თავდასხმის დასრულებამდე, ასევე, არ გამოაქვეყნონ ფოტოები დაბომბვის ადგილებიდან.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.