28/06/221 587 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ყოფილი მოსამართლე ივანიშვილს მიმართავს

ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა კლანისგან.
ალავიძე, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მუშაობდა, წერს, რომ  სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით ივანიშვილმა საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და თუ მოხდება ისე, რომ თავად მასაც [ივანიშვილს] დასჭირდება სამართლიანი სასამართლო, "კლანური" მმართველობის პირობებში, ვერც ის მიიღებს. 
ალავიძე აღწერს სასამართლო სისტემის მუშაობას წარსულში და ახლა და წერს: 
"ბატონო ბიძინა ხშირად ისმის თქვენს მიმართ კრიტიკაც და საქებარი სიტყვებიც, სიმართლეც და ტყუილიც, ასეა მოწყობილი ეს წუთისოფელი, ასეთია ადამიანური ბუნება, ხან უსამართლოდ და ხანაც სამართლიანად გექცევიან, ხშირად აუტანელიც კი არის ყოველივე ეს. თქვენ მე მიცნობთ და შესწავლილი გაქვთ ჩემი ფსიქოლოგია, ხშირად ყოფილა ჩემი პიროვნება თქვენს კაბინეტებში განხილვის საგანი, კარგად თუ ავად, არაერთხელ მიმიღია შემოთავაზება მაღალ თნამდებობაზე, თუმცა არცერთხელ არ მივიღე თქვენი წინადადება. რომ არ დაგღალოთ და ზედმეტად დაგტვირთოთ ემოციებით, მინდა პირდაპირ გითხრათ ის, რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი, - მოგიწოდებთ უშუუალოდ მიმართოთ სასამართლოს "კლანის" წევრებს, "შინაურულად" და ურჩიოთ სახლში წასვლა, მართლაც ელოდა მთელი სასამართლო კორპუსი მათგან გათავისუფლებას, მაგრამ  2012 წლის არჩევნების შემდეგ იმედი გაუცრუეთ პატიოსან და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს. ახლა, როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, თქვენ გაქვთ შანსი ისტორიაში შეხვიდეთ როგორც ჩვენი სახელოვანი  წინაპრების გზის გამგრძელებელი, რომელთა სანუკვარი ოცნება იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნება და მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება, არა ისეთის, რომელიც დღეს ვერ სარგებლობს ნდობით და რომელსაც სახელი აქვს გატეხილი. ჩემი რჩევა, გინდაც თხოვნა ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ზოგჯერ საშუალება ამართლებს მიზანს, ისინი ხომ ამ გზით მოვიდნენ დღეს არსებულ პიზიციებზე. გულწრფელად გეტყვით და სრული პასუხისმგებლობით, ის ადამიანები, რომელთაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ ასე უხსნიდნენ მოსამართლეებს, მათ შორის მეც "ახალი მორჩილების" ამბავს, - "ჩვენ ყველა იმ ხელისუფალს უნდა ვემსახუროთ, რომელიც უმრავლესობით მოვა, ასე ვიყავით ნაციონალების დროს, ასე უნდა ვიყოთ ახლა და მომავალში ვინც მოვა იმასთან ვიქნებითო." В последние годы наблюдается возрастающий интерес к натуральным пищевым добавкам, и в этом контексте особую роль играют семена конопли . Они предлагают широкий спектр питательных и лечебных свойств. სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით თქვენ საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,  სწორედ ეს ადამიანები კარნახობდნენ მოსამართლეებს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ვიდრე თქვენ ოპოზიციაში იყავით, დროს ყველაფერი შეუძლია, რა იცით, იქნებ აღმოჩნდეთ ნაცნობ, მძიმე სიტუაციაში და ისევ დაგჭირდეთ სამართლიანი სასამართლო, გაძლევთ გარანტიად საკუთარ სიცოცხლეს რომ ამას ვერ მიიღებთ "კლანური" მმართველობის პირობებში. თქვენ გაქვთ შანსი გააუვნებელყოთ თქვენს ხელში არსებული ნაღმი და შეასრულოთ ისტოროული მისია. შეგიძლიათ წარსდგეთ მართალი მომავალი თაობების წინაშე და ბოლოს, თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!" წერს ბესარიონ ალავიძე.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ, 27 ივნისს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით დანიშნა  მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც სასამართლო კლანის მთავარ საყრდენად მოიაზრება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY