20/02/22702 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - მძიმე საყურებელია ,,ოცნების” პოზიცია, რომელიც ჩირგვებშია დამალული მაშინ, როდესაც მეგობარ უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება

ზელენსკის სიტყვიდან გამომდინარე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც ეხება , - ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას, რომლის თქმით, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით გვერდში უდგანან, თუმცა მეგობარ ქვეყნებს სახელებით არ ჩამოთვლის, რადგან არ უნდა, რომ ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.
მისივე თქმით, ამ ომს ცივილიზებული სამყარო მოიგებს, მაგრამ წააგებს საქართველო და ქართველი ხალხი იმიტომ, რომ ,,გვყავს რუსული რეჟიმი, რომელიც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსთვის ღირსეული მხარდაჭერის გამოხატვას ვერ ბედავს.
,,ძალიან უხერხული და მძიმე საყურებელია ,,ქართული ოცნების” პოზიცია, რომელიც ჩირგვებშია დამალული მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება. მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ნაცვლად იმისა, რომ რეალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, რეზოლუციაში სიტყვა რუსეთსაც ვერ ახსენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოიგებს ცივილიზებული სამყარო, მაგრამ წააგებს საქართველო და ქართველი ხალხი იმიტომ, რომ გვყავს რუსული რეჟიმი, რომელიც ვერ ბედავს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსთვის ღირსეული მხარდაჭერის გამოხატვას”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერნეციაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა, რომ მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით და ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ სურს ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მისი თქმით, ეს ამ ქვეყნების საქმე და მათი შეგნებაა, თუმცა გაუგებარია როგორ აუხსნიან ისინი ამ ყველაფერს კიევში მცხოვრებ სამ არასრულწლოვანს, რომლებმაც ცენტრალური ევროპის დროით დილის 6 საათზე ჩამოგდებული ჭურვის შედეგად მამა დაკარგეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY