ჩვენს ინვესტიციებს სასამართლო რეფორმის პროგრესი უნდა სდევდეს - ევროკომისიის წარმომადგენელი
ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება - ესენია ინვესტიცია და მმართველობა - განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა გააკეთა.
მერედიტი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს სასამართლო რეფორმა უნდა სდევდეს თან:
მერედიტი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს სასამართლო რეფორმა უნდა სდევდეს თან:
"ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროებში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია არამარტო საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი და საქართველო ერთად უფრო ძლიერები არიან და ჩვენ მიერ გაწეული დახმარება საკეთილდღეო იქნება ყველა მოქალაქისთვის."ამბობს ლორენს მერედიტი.