26/08/211 943 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ესტონეთის პრეზიდენტი უკრაინა - მოლდოვა-საქართველოზე - გულწრფელად რომ ვთქვა, არც ერთი ასრულებს წევრობის კრიტერიუმებს

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე კალიულაიდმა Европейская правда-ს უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირადად ის ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება.
„ვისურვებდი, ევროკავშირი უფრო გაბედული იყოს გაფართოების საკითხში. საჭიროა რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის - ან მათ სრულფასოვან წევრობას ვთავაზობთ, ან ახალ ფორმატს ვქმნით ამ სამი სახელმწიფოსთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა), რომლებსაც აქვთ ამბიცია. ევროკავშირში გაწევრიანებას მთელი რიგი პირობები აქვს. გულწრფელად რომ ვთქვა, არც ერთი თქვენი ქვეყნებიდან არ ასრულებს წევრობის კრიტერიუმებს. თქვენ დაგჭირდებათ ალბათ 20-წლიანი მუშაობა, ვიდრე ამ მზაობას მიაღწევთ. სამივე ქვეყანას პრობლემები აქვს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.
მისივე თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან ეკონომიკის კუთხით უკვე ახდენენ ინტეგრირებას.
„შესაძლოა, ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო იყოს შუალედური ეტაპი, რომელიც დაეხმარება უკრაინას, მოლდოვას ან საქართველოს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ ცვლილებებში, მაგრამ საქმე თქვენ უნდა შეასრულოთ და ეს რთული სამუშაოა“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY