13/05/217 771 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვისაც პარლამენტში ფეხი შეეპარა დაუყონებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათალეშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში შევიდა მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანო დატოვოს. ამ თემაზე მან სპეციალური ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართა.
მისი განცხადებით, საქართველოსთვის განვითარების შესაძლებლობა შეფერხდა იმის გამო, რომ  ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა.
"რამდენიმე თვეში რეალობა გახლდათ ახალი საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნები, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა და აი ამ სიბნელის ჩაბარება ისტორიის სანაგვეზე და საქართველოსათვის გზისა და ცის გახსნა. ყველაფერი ეს დღეისათვის შეფერხდა იმის გამო, რომ გარკვეულმა მცირე ოპოზიციურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, ფეხი შეედგათ პარლამენტში და მე მინდა, აი ახლა მთელი გულით მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, ძვირფასო მეგობრებო, ახლა დადგა ჟამი და როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ ვინც არ შევედით პარლამენტში გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი მან დაუყონებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში",- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ისტორიამ მისცა შანსი საქართველო "ხმლის, ომის და რევოლუციის" გარეშე გადაარჩინოს. 
შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტულ" პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", დეპუტატების ნაწილმა კი ხელი შეთანხმებას დამოუკიდებლად მოაწერა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA