12/05/211 283 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ მელია პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა - ადვოკატები სარჩელზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეში ევროპული სასამართლოს მხრიდან მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია. დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, აღნიშნული მუხლი საქმეში მაშინ იხილება, როცა ხელისუფლება მართლმსაჯულებას არალეგიტიმური მიზნებისთვის იყენებს.
მელიას ადვოკატები ასევე ამბობენ, რომ ევროპული სასამართლო ნიკა მელიას საქმეს ალექსეი ნავალნისა და იულია ტიმოშჩენკოს პოლიტიკური საქმეების ჭრილში განიხილავს.
კერძოდ, მათი თქმით, ევროპული სასამართლოს წერილში ისეთი ტიპის საქმეებზეა ყურადღება გამახვილებული, სადაც მითითება იყო, რომ სახელმწიფოები მართლმსაჯულებას პოლიტიკური დევნისთვის იყენებდნენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვების ფორმულირებაში ტიმოშენკო და ნავალნის საქმეების ხსენება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ კითხვა დაუსვა საქართველოს ხელისუფლებას მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის საკითხი იმ საქმეებში იხილება, როცა ხელისუფლება არალეგიტიმური მიზნებისთვის იყენებს მართლმსაჯულებას, ანუ პოლიტიკური პატიმრობის და პოლიტიკური დევნის საქმეებში.
რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ ბუნებრივია, გავაგრძელებთ ნიკა მელიას ინტერესების დაცვას და შესაბამისად, შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ნიკა მელია იდევნებოდა პოლიტიკური მოტივაციით და მისი დაპატიმრება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალების მცდელობაა",-თქვა საძაგლიშვილმა.
ნიკა მელია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.
ენმ-ის თავმჯდომარემ და მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი პირველ მარტს დაარეგისტრირეს, 21 აპრილს კი სტრასბურგმა სარჩელი დააკომუნიცირა და მთავრობას ყველა იმ საკითხზე დაუსვა შეკითხვები, რომელზეც საჩივარში იყო საუბარი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY