19/04/211 256 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა

„ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ჩანაფიქრი იყო, რომ დღევანდელი დღის მთავარი თემა ყოფილიყო ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება, თუმცა დღევანდელი დღის მთავარი თემა აღმოჩნდა ის, თუ სად არის „ქართული ოცნება“ და რატომ არ მოაწერა მან ხელი საბოლოო დოკუმენტს.
ვაშაძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ გადასცა „ქართულმა ოცნებამ“ მედიაციის მანდატი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს თუ დოკუმენტში მისთვის კრიტიკული საკითხების ნახვა არ სურდა.
„ყველაზე საინტერესო გუშინ რაც მოხდა და ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი, „ქართული ოცნების“ ბოიკოტი დასავლეთს. ეს იყო ბოიკოტი დასავლურ სამყაროს, რომ ისინი არ გამოცხადდნენ მოლაპარაკებებზე. კი ვინტერესდებოდი, რატომ გადაიდო შეხვედრები და მერე მივხვდი, რომ ამის გამო იყო. მაგრამ რა გათვლა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“?! მათი გათვლა იყო, რომ ოპოზიცია იქნებოდა ულტრარადიკალური, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს დოკუმენტიც მიუღებელია და ისინი გამოვიდოდნენ და იტყოდნენ: აჰა ბატონო, არ აწერენ ხელს და რა ვქნათ? ამით დასავლეთს აჩვენებდნენ, რომ აი, მე კი მინდოდა, მე კი რაღაცას ვთმობდი, რაღაცაზე მზად ვიყავი, მაგრამ ოპოზიცია დესტრუქციულია და არაფერზე არ გვეთანხმება. „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა. მართლა მისი ამოცანა იყო, ეჩვენებინა, რომ ოპოზიცია ამაზეც არ მიდის, არაფერზე არ მიდის და ამით დაესრულებინა, რომ აღარ მინდა ამ ხალხთან მოლაპარაკება, ნუ მაიძულებ მათთან ლაპარაკს, ხომ ხედავთ თქვენც უარს გეუბნებიან, ყველას უარს ეუბნებიან, ვაშინგტონს უარს ეუბნებიან, ბრიუსელს უარს ეუბნებიან, ხალხს უარს ეუბნებიან და ამას შეფუთავდა და ეს იქნებოდა დღევანდელი დღის მთავარი თემა. არადა, დღევანდელი დღის მთავარი თემა არის, რომ - სად არის „ქართული ოცნება“? რატომ არ მოაწერეს საბოლოო დოკუმენტს ხელი? რატომ გადასცა მედიაციის მანდატი ევროპულ და ამერიკულ მხარეს თუ მას არ უნდოდა დოკუმენტში ენახა მისთვის კრიტიკული საკითხები?“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთანავე, ვაშაძის განმარტებით, გუშინ მედიატორი მხარის მიერ დადებული ახალი დოკუმენტი მისთვის მისაღებია, რადგან მასში არის ასახული შარლ მიშელის მიერ განსაზღვრული 5-ვე საკითხი.
„პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელებთ, როგორც კი გავიგებთ „ქართული ოცნების“ პოზიციას.
ეს დოკუმენტი ჩემთვის მისაღებია, იმიტომ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრის დროს 5-ვე პუნქტზე რომ უნდა იყოს გადაწყვეტა, 5-ვე პუნქტზე გადაწყვეტა დევს. ახლა ვიღაცას რაღაცა მეტი უნდა, ნაკლები უნდა, ვიმსჯელოთ! დამოუკიდებელ აზრს მე ყოველთვის პატივს ვცემ, მაგრამ სრული დასაბუთება აქვს ჩემს პოზიციას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY