17/04/211 651 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

ვაშინგტონის პასუხად მოსკოვმა რუსეთში შესვლა აუკრძალა აშშ-ის დაზვერვისა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონის სანქციების პასუხად რუსეთში შესვლა აუკრაძალა აშშ-ის რამდენიმე მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის აშშ-ის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს. მოსკოვის სანქციაში 8 კაცი მოხვდა:
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, კრისტოფერ რეი
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ავრილ ჰეინსი
გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი,
საპატიმროების ფედერალური ბიუროს დირექტორი, მაიკლ კარვახალი,
შიდა უსაფრთხოების მინისტრი, ალეხანდრო მაიორკასი,
შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი და გაეროში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, სიუზან რაისი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, ჯონ ბოლტონი
და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი დირექტორი, რობერტ ვულსი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვმა ეს ნაბიჯი მიიღო, შშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ. 15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო.
ამას გარდა, რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, იმ მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ