17/04/211 871 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა

კარგია და მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მმართველი პარტიის მხრიდან მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას. როგორც უგულავამ ჟურნალსიტებს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში მიიღებენ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები აისახება, რაც უგულავას შეფასებითვე, "განსაკუთრებით "ქართულ ოცნებას" სახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაუტოვებს". როგორც უგულავა აცხადებს, ამავე დოკუმენტის ფარგლებში უნდა მოხდეს საკითხების დეტალიზაციასც.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 3 საკითხზე ჩვენ თანხმობა გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია მთელი რიგი საკითხების დეტალიზაცია იმ8ისთვის, რომ არ მოხდეს ის, რაც 8 მარტის შარშანდელ შეთანხმების მსგავსად მოხდეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა და 2 თვე უარყოფდა შემდეგ ამას. ამიტომ დოკუმენტი საჭიროებს მთელ რიგ დეტალიზაციას დოკუმენტისვე ფარგლებში. მისასალმებელია ასევე ის, რომ არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა თემა რიგგარეშე არჩევნების, თუმცა, წინადადება, რაც მან თქვა 40%-იან ჩამკეტზე, მიუღებელია. აქამდე ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ გვესმოდა ქირქილი და დაცინვა, რომ პროცენტებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და ისეც მოიგებენ და ასეც მოიგებენ. ახლა ვნახეთ როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ მისასალმებელია ის, რომ დაიძრა რიგგარეშე არჩევნებამდე როგორ მივდივართ ეს საკითხი. დეტალიზაციას მოითხოვს ცესკოს თავმჯდომარის საკითხიც. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც იცვლება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ არ უთქვამს, ვრცელდება თუ არა ახალი კანონი, რომელსაც მიიღებენ, ქალბატონ თამარ ჟვანიაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დარჩეს თამარ ჟვანია და მივიღოთ მონაწილეობა იმ არჩევნებში, რომელსაც ჟვანია ჩაატარებს“, - განაცხადა უგულავამ რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, როგორც უგულავა აცხადებს, ნიკა მელია პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და დოკუმენტს ხელი თავად მოაწეროს.
„მიმაჩნია, რომ მკაფიოდ უნდა გამოიყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, როგორც წინაპირობა იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია და მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ არსებული დოკუმენტის ფარგლებში რომ არ იყოს გაურკვევლობები და საზოგადოება მომდევნო სამი თვის განმავლობაში არ დაღალოთ ეს ვიგულისხმე და შენ ის არ გიგულისხმია, ამიტომ არის დეტალიზაცია საჭირო. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები ასახული იქნება ისე, რომ განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ სახის შენარჩუნების შესაძლებლობა ექნება.
რაც შეეხება ამნისტიას, იმ ფორმით ამნისტია, რომ ის რეალურად თუ შეეხება პოლიციელებს, დამრბევებს, თვალების დამთხრელებს, მათი დავალების მიმცემებს და ამის გაპრავება უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს ასე ვერ მოხდება. აქაც ბუნდოვანებაა. თუ ვრცელდება ამნისტია მარტო იმ მუხლზე, რომელი მუხლიც აქვს აქტივისტებს და ნიკა მელიას წაყენებული, ეს შეიძლება იყოს როგორც გამოსავალი. პოლიტპატიმრების საკითხზე ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ორი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და ფორმები უნდა მოძებნოს „ქართულმა ოცნებამ“. სხვადასხვა შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ ამის სხვადასხვა მოდელს ასახელებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში თანხმობა ნათქვამი არ არის. უნდა იყოს მკაფიოობა ვინ როდის გამოდის და რაზე ვჯერდებით, რომ მერე არ იყოს გაურკვევლობა. ბოლო შეხვედრაზე დეტალიზაცია იმიტომ არ მოხდა, რომ „ქართულმა“ ოცნებამ“ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა და თქვა, რომ ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ“, - განაცხადა უგულავამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA