01/04/211 149 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

კანდელაკი პოზნერზე: მთლიან დელეგაციას შსს-ს მიერ წინასწარ ჰქონდათ საშვები მინიჭებული

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერსა და მასთან ერთად თანმხლებ პირებს საქართველოს შსს-ს მიერ წინასწარ ჰქონდათ საშვები მინიჭებული. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყო შსს მინისტრიც. 
"მთელ ამ დელეგაციას ჰქონდა საშვები მინიჭებული საქართველოს შსს-ს მიერ, მათი ქვეყანაში შემოშვების გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმაღლეს დონეზე, ინფორმირებული იყო შსს-ს მინისტრიც. ამან გამოიწვია სამართლიანი აღშფოთება საზოგადოების, მაშინ როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩაკეტილი არიან სახლში". - ამბობს კანდელაკი. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და სინამდვილეში არავინ დაუჯარიმებიათ, რადგან მათი შემოსვლის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. 
"ამ ხალხს ჰქონდა წინასწარ მინიჭებული საშვები, ეხლა რომ ლაპარაკობენ დავაჯარიმეთო ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუ არ იცოდნენ, როგორ გამოყვეს პოლიციის ესკორტი, როგორ დაიქირავეს ავტობუსი, როგორ გაახსნევინეს რესტორანი". - ამბობს კანდელაკი. მისი ინფორმაციით, პოზნერთან ერთად მყოფი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო მედვედევის უახლოესი მეგობარი მიხეილ კუზნეროვიჩი,  ასევე იმყოფებოდა დავიდ დავიდოვიჩი, რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი.
"გუშინდელ ქეიფს ესწრებოდა მიხეილ კუზნეროვიჩი, რომელიც არის ცნობილი რუსი ბიზნესმენი და მედვედევის უახლოესი მეგობარი, მასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქტიურობდა მედვედევთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. დელეგაციაში ასევე იყო დავით დავიდოვიჩი რომელიც არის რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი და ასევე მასთან ძალიან ახლოს აფილირებული პიროვნება". - ამბობს კანდელაკი. 
რაც შეეხება თავად პოზნერს, კანდელაკის თქმით, მთავრობას ჰქონდა მოვალეობა, რომ პოზნერი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვათ, რადგან მისი განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ჟურნალისტის პროპაგანდამ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს დიდი ზიანი მოუტანა. 
"პოლიტიკურად, პოზნევის საქართველოს ტეტორიაზე შემოშვება, არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებისგან, გავრილოვისგან განსხვავებით, იგი შეიძლება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ იგი რა თქმა უნდა, პროპაგანდის ფრონტზე დასავლეთის მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი მაკოორდინარებელი ფიგურა, რამაც ძალიან დააზიანა საქართველო 2008 წელს". - ამბობს კანდელაკი. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY