24/03/211 771 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ - ქემოკლიძე სენატის გზავნილებზე

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კახაბერ ქემოკლიძე აშშ-ს სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს "ფეისბუქით" ეხმაურება და წერს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც სენატიდან "უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული განცხადებები" ისმოდა
ჩემი მოკრძალებული აზრი გუშინ აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით:
1. ბოლო 8/9 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სენატში მსგავსი, შინაარსობრივად უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული  განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების და რიგ შემთხვევებში ოპოზიციის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯების მისამართით;
2. მეგობრები და პარტნიორები გასაკვირად კარგად არიან ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი „Staffer“-ები, ისევე როგორც საკანონმდებლო/სახელმწიფო აპარატს მიღმა მყოფი ორგანიზაციები კიდევ უფრო ღრმად და დეტალურად აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს;
3. ამერიკელმა სენატორებმა დაადასტურეს ის განცდა, რაც ყველას გვქონდა - შექმნილი პოლიტიკური კრიზისით სარგებლობს (თანაც მინიმალური დანახარჯით) ოკუპანტი რუსეთი და რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გახდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა;
4. ამერიკელმა მეგობრებმა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს კრიზისის დაძლევის მზა სახელმწიფოებრივი ხედვა შესთავაზეს - გვერდით გადაიდოს მოკლევადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით დაიძლიოს პოლარიზაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს  დემოკრატიის მშენებლობა;
5. ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას მიერ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის რადიკალიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არ დაშვებას ემსახურებოდა;
6. გუშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ. ეს იყო საჯარო და მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფოს, დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს! 
P.S. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ეს გზავნილები ადეკვატურად (და არა ვიწრო პარტიული პრიზმით) იქნას აღქმული და კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს. დაპირისპირებული მხარეების მხრიდან კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული გზავნილების საკუთარ ინტერესებზე მორგების ნებისმიერი მცდელობა იქნება სრულიად უშედეგო და კიდევ უფრო კონტრპროდუქტიული - 
წერს ქემოკლიძე.
ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დატოვა.
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.