24/03/211 294 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ზარქუა - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც - ამერიკელმა სენატორებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ მათი ადგილი პარლამენტშია, - აღნიშნული შეფასება პარლამენტში, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუას თქმით, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობიან, რომლის მიხედვით, არჩევნები კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ზარქუას განცხადებით, ამით ვადამდელი არჩევნების საკითხს კიდევ ერთხელ გადაესვა ხაზი.
„სენატში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სენატში დებატებისას მმართველ პარტიას აუწევდნენ ყურს. სინამდვილეში, გაკეთდა მნიშვნელოვანი მესიჯები. პირველი, ეს არის ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსიდან არასდროს გადაუხვევია. უფრო მეტიც, რეფორმებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან. მეორე მნიშვნელოვანი მესიჯი სენატორებისაგან იმის ხაზგასმა იყო, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არა ჰყავს. ითქვა, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია და შესაბამისად, ზის ციხეში. ყველაზე მთავარია ის, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და დიალოგი არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებთ, იქნებ კომპრომისულ ვარიანტზე ჩამოყალიბდნენ და მოიფიქრონ, როგორ აპირებენ გაგრძელებას", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება სენატის კომიტეტში გამოთქმულ შენიშვნებს, ზარქუას თქმით, იმის მიუხედავად, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაინც იყო ხარვეზები და გამოწვევები, რისი გამოსწორებისთვისაც მმართველი გუნდი მზადაა. მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" ასევე არის მზად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისათვის.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA