სენატორი შაჰინი - ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციონერები არიან ციხეში, არის გამარჯვება რუსეთისთვის
ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციონერები არიან ციხეში, არის გამარჯვება რუსეთისთვის, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.
არ არის საკმარისი, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური, საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები რომელიც გამორიცხავს უთანხმოებებს, - ამბობს შაჰინი.სენატორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები.