აშშ არ შეეგუება იმ ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეწევა - კურტ ვოლკერი
ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება იმ ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ეწევა, - ამის შეასხებ აშშ-ს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.
ბაიდენის ადმინისტრაციამ საკმაოდ ხისტი პოლიტიკა გამოავლინა თავისი გამონათქვამებით. ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთის ტერიტორიულ ოკუპაციას, საქართველოსა და უკრანიაში. ...ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ყველაფერს ითვალისწინებს... ....რუსეთს ძალიან სწრაფი რეაქცია ჰქონდა ამაზე. ცხადია, სიტუაცია რომელიც დღეს არსებობს, ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება იმ ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ეწევა, - ამბობს კურტ ვოლკერი.