15/03/211 072 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - თუკი ჩვენი ოპონენტები შეუძლებელს იტყვიან, მაშინ შეთანხმება არ შედგება

ჩვენი ყველა ქმედებით ვაჩვენებთ კონსტრუქციულობას, ამიტომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მედიაციის პროცესის შეფასებისას განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ყველა შეთანხმება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ისეთი, რომელიც საქართველოს სჭირდება.
„სასიხარულოა, რომ მედიატორი დარჩა საქართველოში. ჩვენ გუშინ ბოლო შეხვედრის შემდეგ დაგვემშვიდობა და მას დაგეგმილი ჰქონდა ბრიუსელში გამგზავრება, თუმცა, კარგია, რომ იფიქრა შეთანხმება შესაძლებელია და დღეს ოპოზიციას ხვდება იმისთვის, რომ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმდეს. რაც შეეხება ჩვენს განწყობას, გუშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და იყოს ისეთი შეთანხმება, რომელიც სჭირდება საქართველოს. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი შეთანხმებისთვის ვართ მზად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და იმას, თუ რა ჩააქვს მას პარტნიორებთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი სათქმელი არის, რომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი - შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორებიც გაიგებენ, რომ 4 თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ იყო სწორედ ის ერთადერთი პარტია, რომელსაც ჰქონდა კონსტრუქციული მიდგომები.
„ჩვენი ყველა ქმედებით ვაჩვენებთ კონსტრუქციულობას, ამიტომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული. იგივე მესიჯი და გზავნილი გვაქვს შარლ მიშელისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის პრინციპები და ეს არის ორი ულტიმატუმი.
„პრინციპი არის საქართველო, სამართლიანობა და სიმართლე. ცალკეული მოთხოვნები და ულტიმატუმები პრინციპი არ არის. ამიტომ ამასთან დაკავშირებით მათ მოუწევთ დიალოგის და მედიაციის პროცესში დაფიქრება, რა არის მათი კომპრომისები. ულტიმატუმების ნაცვლად კომპრომისების ძიების დროა. ყველა მიდის კომპრომისზე და შეთანხმებაზე, მთავარია ყველა დაფიქრდეს კომპრომისი რა არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მას იმედი აქვს შეთანხმება საღამოსთვის შედგება.
„თუკი შეუძლებელს იტყვიან ჩვენი ოპონენტები, მაშინ შეთანხმება არ შედგება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY