09/02/211 308 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს

გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა, თითოეულმა,  ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევეს. ეს ნაბიჯი პასუხია რუსეთის მიერ ამ ქვეყნების დიპლომატების გაძევებაზე.
ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გადაწყვეტილება თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქალაქ პოზნანში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს ქვეყნის დატოვება "ნაცვალგების პრინციპის თანახმად და გერმანიასა და შვედეთთან შეთანხმებულად" მოსთხოვეს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს თქმით, შვედეთის ქმედება "ნათელი პასუხია რუსეთის მიუღებელ გადაწყვეტილებაზე, გაეძევებინა შვედი დიპლომატი, რომელიც თავის მოვალეობებს ასრულდება".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ქვეყნის ქმედება "არამეგობრულ ნაბიჯად" შეაფასა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამი ევროპელი დიპლომატი "უკანონო აქციებში" მონაწილეობისთვის გააძევეს. უწყების თქმით, ისინი 23 იანვარს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.
მათი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის, მოსკოვში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა. ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ბორელმა დიპლომატების გაძევებაზეც ისაუბრა:
"აგრესიულად გამართული პრესკონფერენცია და ევროკავშირის წარმომადგენელი 3 დიპლომატის გაძევება, ჩემი ვიზიტის დროს, აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს შესაძლებლობის გამოყენება ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგისთვის. ეს მოულოდნელი არაა, თუმცა საწყენია, შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის სტრატეგიული პერსპექტივიდანაც. ევროკავშირმა დასკვნები უნდა გამოიტანოს და სიფრთხილით განიხილოს, რა გზას აირჩევს რუსეთთან ურთიერთობებში და ერთსულოვნად განახორციელოს ის".
ბორელის ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერი აქციების მონაწილეების დაკავება.
აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს, როდესაც ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი იმართებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ პროცესზე დასავლელი დიპლომატების მისვლა რუსეთის შიდა საქმეში ჩარევად შეაფასა. RIA-ს ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოცამდე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,