21/01/201 749 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროპარლამენტარი ციხელაშვილს და კუჭავას - ფაქტი, რომ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, თქვენი დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს. კალიენტე შეეხო რამდენიმე საკითხს, რაც მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიაზე კარგად არ მეტყველებს.
„მე ვისაუბრებ საქართველოს შიდა სიტუაციაზე, ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისზე. თქვენ ახლახანს ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა ოპოზიციის მიერ იყო გამოწვეული. მე დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს სახალხო მოძრაობისა და ვიცი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია, ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს, არსებობს ამის უფრო ღრმა მიზეზი. თქვენ ახლახანს მოახდინეთ იმ ფაქტის ციტირება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ იმავე საზოგადოებრივი აზრის კვლევებში შეგიძლიათ ასევე ნახოთ, რომ როგორც ქართველი ხალხი თვლის, ქვეყანაში დემოკრატია უკან იხევს და ეს ძალიან შემაშფოთებელია, ვინაიდან ევროკომისია და ევროპარლამენტი ყოველთვის დიდი მხარდაჭერით უყურებს საქართველოს, ცდილობს, დაეხმაროს და წინ წაწიოს იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ, თუ შევადარებთ უკრაინასთან, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ომი აქვს და რომელიც მაინც შეუპოვრად ცდილობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია. ის ფაქტი კი, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება 5-წლიანი სიჩუმის შემდეგ დაიწყო, ძალიან სიმბოლურია“, - აღნიშნა კალიენტემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 29 ნოემბერი, 2023.
      10 საათზე, 29 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 25 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 25 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • კურიერი - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • მოამბე 21 საათზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • პირველები - 21 ნოემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის ამბები - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • სპექტრი - 29 ნოემბერი, 2023. აკია ბარბაქაძე
      29 ნოემბერი
    • ანეგდოტების შოუ - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • P.S. - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • დროება - 26 ნოემბერი, 2023. ვარდების რევოლუციის რევიზია - ახალი კონტექსტი, ღირსების რევოლუცია 2024 საარჩევნო ყუთებთან
      26 ნოემბერი
    • კვირაში ერთხელ - 25 ნოემბერი, 2023. შუა უნდა შეიკრიბოს?
      25 ნოემბერი
    • ნოდარ მელაძის შაბათი - 25 ნოემბერი, 2023.
      25 ნოემბერი
    • ღამის მთავარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
    • კომენტარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,