სენაკში 4 ადამიანი დაჭრეს
პოლიციამ სენაკში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დაკავებულია 1964 წელს დაბადებული ზ.ნ. რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ადამიანი დაჭრა:
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა ოთხ პირს: 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ს, 1992 წელს დაბადებულ ხ.ს.-ს, 1960 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში