04/01/211 279 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბრიტანეთის მოსახლეობა AstraZeneca-ს ვაქცინით დღეიდან აიცრება

ბრიტანეთში AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის აცრა დღეს დაიწყებაამით ის მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ოქსფორდის ვაქცინას მასობრივად გამოიყენებს. 
ამ მომენტში ინგლისში მდებარე 6 საავადმყოფოს ვაქცინის 530 000 დოზა უკვე მზად აქვს, ბრიტანელ მაღალჩინოსნებს კი იმედი აქვთ, რომ შემდეგი თვეების განმავლობაში ამ ვაქცინით მილიონამდე ადამიანი აიცრება.
"ეს გადამწყვეტი მომენტია" - ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი. მისივე აზრით, AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელიც არსებულ პრეპარატებს შორის ყველაზე იაფია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს, "განუახლებს მოსახლეობას იმედს, რომ პანდემიის დასასრული ახლოვდება"
აქვე გეტყვით, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე მეხუთე დღეა, ვირუსი 24 საათში 50 ათასზე მეტ მოქალაქეს უდასტურდება. 2021 წლის პირველ დღეებში კი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთში მარტში აშენებული სპეციალური კოვიდცენტრები კიდევ ერთხელ გახსნეს, ლონდონში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი სკოლიდან დაითხოვეს. 
ცნობისთვის, ოქსფორდის ვაქცინამდე ქვეყანამ Pfizer/BioNTech დაამტკიცა (მსოფლიოში პირველმა) და იმუნიზაცია 8 დეკემბერს დაიწყო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA