28/12/201 795 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

„მთავარი არხი“: „ოცნება“ მარეგულირებელში გვიჩივის

„მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი იუწყება, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მაუწყებელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) უჩივის.
„მთავარმა არხმა“ უარი განაცხადა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნების“ უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსებაზე. კობახიძის თანახმად, მაუწყებელს ამის ვალდებულება კანონით ეკისრებოდა.
„ტელეკომპანია „მთავარმა“ საჯაროდ გაცხადებული უარი კიდევ ერთხელ დაადასტურა ელექტრონული შეტყობინებით, რომელიც მივიღეთ ჩვენი წერილის პასუხად“, – წერს კობახიძე და ასკვნის, რომ ამ ნაბიჯით მაუწყებელმა მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია.
კობახიძე GNCC-ს ამ საკითხზე „შესაბამის რეაგირებას“ სთხოვს. GNCC-მ, „მთავარი არხის“ იურისტის გამოქვეყნებული „სქრინშოტის“ თანახმად, ამ საკითხზე სხდომა 31 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 13 ნოემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ არხის გადაწყვეტილებით, ცესკოს ან/და „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამას ეთერში არ გაუშვებდნენ, „თუნდაც ეს კანონდარღვევა იყოს“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაში და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმაში. არ ვაპირებთ, შემოსავალი მივიღოთ ქართველი ხალხის ნების ქურდების და დამნაშავეებისგან, მით უფრო, მათი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობის გზით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„აღარ გვაქვს არც კანონისმიერი ფორმალობების დაცვის, არც კანონდარღვევის გამო ჯარიმის შიშის და, მით უმეტეს, არც შემოსავალზე ზრუნვის უფლება არა გვაქვს“, – დაწერა მან.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,