27/12/20940 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ნაცვლიშვილი - აქცენტის გადატანა, რომ ქვეყანაში ერთადერთი პრობლემა ოპოზიციის პარლამენტში არშესვლაა, აბსოლუტურად არასწორია

აქცენტის გადატანა თემაზე, რომ ქვეყანაში ერთადერთი პრობლემა ოპოზიციის პარლამენტში არშესვლაა, სხვა ყველაფერი დალაგებულია და ჩიტები ჭიკჭიკებენ, პეპლები მშვიდად ფრენენ, აბსოლუტურად არასწორია ,- ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, თვალი გავუსწოროთ, საძირკველში არსებულ პრობლემებს, რამაც ეს პოლიტიკური კრიზისი წარმოქმნა.
ნაცვლიშვილი ასევე გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უახლოეს თვეებში, გარდატეხა მოხდება და ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს. "ლელოს" წევრმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ისევ ის პოზიცია აქვს, რაც აქამდე ჰქონდა, შესაბამისად, მათი ოპტიმიზმი რას შეიძლება ეყრდნობოდეს არ იცის.
"ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც აქამდე იყო. მიხარია, თუ მიხვდნენ, რომ ქვეყანას ახალი და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები სჭირდება. სხვა შემთხვევაში, არ ვიცი ეს ოპტიმიზმი რას შეიძლება ეყრდნობოდეს. ოპოზიციას ისევ ის პოზიცია აქვს, რაც აქამდე ჰქონდა. ძალიან არასწორია, შეცდომაში შემყვანია, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, არ შესვლის მთავარ საკითხად დასახვა. ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლა და ბოიკოტი, ესაა - პრობლემის გამოხატულება და პრობლემის ძირია, როგორც იმართება სახელმწიფო წლების განმავლობაში. ეს პრობლემები, თუ არ აღმოიფხვრა, ოპოზიცია კიდეც რომ შევიდეს პარლამენტში, ამ ქვეყნის მოქალაქეები ისევ იმავე პრობლემებში იცხოვრებენ, ამიტომ ტყუილში არ უნდა ვიყოთ. სისტემის "გადატვირთვაა" საჭირო, ფუნდამენტური "გადატვირთვა"! ამ "გადატვირთვის" დასაწყისი შეიძლება გახდეს - სამართლიანი, სუფთად ჩატარებული არჩევნები. სხვა შემთვევაში, მოქალაქეებს ნუ მოვატყუებთ და ნუ ვეტყვით, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, პრობლემები აღმოიფხვრება.
აქცენტის გადატანა იმ თემაზე, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი პრობლემა ოპოზიციის პარლამენტში არშესვლაა, სხვა ყველაფერი დალაგებულია და ჩიტები ჭიკჭიკებენ, პეპლები მშვიდად ფრენენ, ასეთი დისკურსი აბსოლუტურად არასწორია და მიზნად მოქალაქეების არასწორ რეალობაში გადაყვანას ისახავს. აუცილებელია, თვალი გავუსწოროთ, საძირკველში არსებულ პრობლემებს, რამაც ეს პოლიტიკური კრიზისი წარმოქმნა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA