ბიძინა თუ ხარ, ყველაფერი შეიძლება და გაჭირვებულს ჯარი უნდა დაასიონ... – ხოშტარია სახლების ნგრევაზე
აფრიკის დასახლებაში, მშენებლობების ნგრევის ადგილას ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა. ელენე ხოშტარიას თქმით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, მათგანვე მიტოვებული, გაჭირვებული ადამიანების ინტერესები და პრობლემა არა ნგრევით, არამედ სამართლებრივი გზის მოძებნით მოაგვაროს.
"აქ არის გაჭირვება და გაჭირვებულებს ასე რომ ეპყრობი, ხარ ცხოველი, ასეთ ტერეტორიაზე, ამ უბედურ ქვეყანაში, უამრავ ადამიანს აქვს აშენებული, იმიტომ რომ სახელმწიფოსგან მიტოვებული არიან, თუ რამე გამოსავალია მოსაძებნი, გამოსავალი უნდა მოიძებნოს გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით და ახლა რაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი არაადამიანობა, სხვა არაფერი არ შეუძლიათ ამათ, შეუძლიათ დაკავება, ასე ჯარით მოსვლა, და ჩვეულებრივ, გაჭირვებულ ადამიანებზე ასე მოპყრობა. დასხდნენ, სამართლებრივი გზა იპოვონ. მე მაინტერესებს, თაბორის მთა რომ დაუკანონეს ბიძინა ივანიშვილს, ამაზე პასუხს ვინ აგებს? თუ ბიძინა თუ ხარ, ყველაფერი შეიძლება და გაჭირვებული თუ ხარ, ჯარი უნდა დაასიონ ადამიანებს? გათელეს აქ ხალხი ..." – ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.