11/12/201 107 ნახვა წყარო: newsreport.geფოტო: newsreport.ge

ოპოზიციის მთავარი ბრალდება გაცამტვერდა, ბოდიში მოიხადონ – თალაკვაძე ISFED-ზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც არჩევნებზე მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილ ხარვეზებს შეეხება.
ოცნების ლიდერის თქმით, მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა, ვინაიდან ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბებულია – გაცამტვერდა. ის ოპოზიციას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადონ.
“ვფიქრობ, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ამ განცხადების შემდეგ მეოთხე პრეზიდენტმა და მთელმა ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, ვინაიდან ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, უსაფუძვლოა. დასტურდება ამ განცხადებით, რომ არჩევნების არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მანდატების რაოდენობა არის ზუსტად ისე გადანაწილებული, როგორც ეს ცესკომ თავის შედეგებში აჩვენა.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, აქედან გამომდინარე, დღეს მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან, არ არსებობს ოპოზიციის უკვე მთავარი ბრალდება, ის გაქრა, გაცამტვერდა და აგერ პირდაპირ მთელი საზოგადოების თვალწინ აღმოჩნდა, რომ ეს იყო სიცრუე, შესაბამისად, ის პოზიციები, რასაც აცხადებდნენ და ახმოვანებდნენ ამ რადიკალური თუ პრაგმატული ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, ეფუძნებოდა სწორედ ამას, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York