"ქართული ოცნება" 90 დეპუტატი, ენმ- "ძალა ერთობაშია" - 36, "ევროპული საქართველო" 5... - შემაჯამებელი ოქმი
ცესკო-მ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და დააკანონა.
თამარ ჟვანიას უწყების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა სულ 3 511 853 ამომრჩეველმა მიიღო, აქედან პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 1 992 891 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ხოლო ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მეტი მანდატი პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, საუბარია 60 ადგილზე, შემდეგია ენმ-ძალა ერთობაშია - 36 მანდატით და მესამეა "ევროპული საქართველო" - 5 ადგილით.

- „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 72 986 ხმა - 3.79% - 5 მანდატი;
- ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”- 523 127 ხმა 27.18%- 36 მანდატი;
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”- 60 480 ხმა. 3.14%- 4 მანდატი;
- „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“- 19 314ხმა, 1.00%- 1 მანდატი;
- „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“- 25 508 ხმა, 1.33%- 2 მანდატი;
- ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი”- 60 671 ხმა, 3.15%- 4 მანდატი;
- „გირჩი“ - 55 598 ხმა, 2.89%- 4 მანდატი;
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო -928 004 ხმა, 48.22% - 60 მანდატი;
- „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - 60 712 ხმა, 3.15%- 4 მანდატი;