24/11/201 336 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას - კრიზისიდან გამოსვლის გზა წაყრუება, ენის მოჩლექვა და „გაპრავება" არ არის

კრიზისიდან გამოსვლის გზა წაყრუება, ენის მოჩლექვა და „გაპრავება" არ არის, არამედ ერთი სწორი გამოსავალია - მანკიერი წრე, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და არჩევნების ჩატარებით ხარისხობრივად ახალ დონეზე გავიდეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლელოში" გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
„მთავარ საკითხში, რომ არჩევნები გაყალბდა და იყო უმსგავსობა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეთანხმებიან და საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას ეთანხმებიან. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან მოწოდებებია - მიუხედავად იმისა, რომ გაყალბდა და დაპირება იყო ხელისუფლების მხრიდან წინა უმსგავსო არჩევნებს გამოვასწორებთო, მაინც მოგვიწოდებენ, რომ იქნებ პარლამენტში შესვლაზე გეფიქრათო. ჩვენი პასუხია - არა! არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, მაგრამ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის იმ ნაწილში, რომ ისინი ჩვენსავით სისტემურ პრობლემას ხედავენ, მათ შორის იმ ნაწილში, რაც ამ არჩევნებმა მოიტანა, მაგრამ ჩვენ მყარად მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა წაყრუება, ენის მოჩლექვა და „გაპრავება" არ არის, არამედ ერთი სწორი გამოსავალია - მანკიერი წრე, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და არჩევნების ჩატარებით ხარისხობრივად ახალ დონეზე გავიდეთ. ამიტომ ჩვენს პარტნიორებს ჩართულობისთვის დიდ მადლობას ვუხდით, ასევე მესამე რაუნდს ველოდებით, თუ ხელისუფლება აზრიანი წინადადებით მოვა, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ ასეთ ვითარებაში გამორიცხულია ოპოზიციამ პარლამენტში მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა უგულავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY