19/11/201 470 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - თუ კობახიძის განცხადებას შევხედავთ, მგონი, ხისთავიანები არიან

ხვალ რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, იგივე საარჩევნო ადმინისტრაციითა და იგივე საარჩევნო წესებით, ფიქრობთ, ვინმე მონაწილეობას მიღებას აპირებს?! - არა! ამ საარჩევნო ადმინისტრაციითა და ამ წესებით მონაწილეობის მიღებას მე არ ვაპირებ, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, ამის გაკეთებას არც სხვა ოპოზიციური პარტიები აპირებენ, რადგან მნიშვნელობა აქვს, რა წესებით წარიმართება არჩევნები.
“რა თქმა უნდა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მიგვითითეს, რომ რეგიონებში არის ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაცია და ამ ვითარებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას აქვს დიდი მნიშვნელობა. შეხვედრისას პირადად ჩემი საუბარი შეეხო იმას, რომ იმისთვის, რომ შევთანხმდეთ, გამორიცხულია უცებ, ასე ხელაღებით პარლამენტში შევიდეთ და საარჩევნო საკითხები იქ გადავწყვიტოთ. არა! ყველაფერზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ და მერე ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ პოზიციონირებას. მნიშვნელობა აქვს, რა იქნება პარლამენტში შესვლის წინაპირობა. ვინც არ უნდა მომიწოდოს, მაიძულოს და იარაღი დამადოს, უბრალოდ ავდგე და პარლამენტში შევიდე, ეს გამორიცხულია! უნდა არსებობდეს კონკრეტული, სანდო გადაწყვეტილებები, რომელიც მომცემს საშულებას, ჩემს მხარდამჭერებს ვუთხრა: ამას მივაღწიეთ და ამიტომ ხდება ეს!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ არანაირი ალტერნატიული, ადეკვატური წინადადება ხელისუფლების მხრიდან არ დასმულა.
ამასთან, ვაშაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის ყველა დეტალი კარგად გაიაზრონ და მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები გადაწყვეტილებებით მივიდნენ.
“დიახ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებითა და პირველ რიგში, ქართული საზოგადოების მოწოდებით, ჩვენ მზად ვართ, არ ვიყოთ ხისთავიანები და არსებულ რეალობას ადეკვატურად შევხედოთ, მაგრამ მეორე მხარეს თუ მხოლოდ ხისთავიანები დაგვხვდებიან, შეთანხმებას ვერასდროს შევძლებთ. თუკი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას შევხედავთ, ვიდრე ჩვენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვიჯექით, მგონი, ხისთავიანები არიან - ეს იყო ხისთავიანების აბსურდული განცხადება. თუ ეს ადამიანები ასეთ ხისთავიანურ დამოკიდებულებას გააგრძელებენ, ეს ძალიან ცუდად დასრულდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.