15/11/201 520 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ბარამიძე - რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა? - ასე არ გამოვა მეგობრებო!

რას ჰქვია მიხელ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხელ სააკაშვილი არ უნდა?,- ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს ვერდიქტი გამოუტანა, თუმცა იგი ამას არ ეგუება.
"2012 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, რაზეც შეიძლება უკმაყოფილო ყოფილიყო, მაგრამ შეთითხნილი, კრემლში დადგმული პიარ-სპეცოპერაციის გამო, რომლითაც გადარიეს ხალხი, ცოცხები და რა არ მოიგონეს ჩვენს ხელისუფლებაზე, პრეზიდენტ სააკაშვილზე, ბოლოს კი 10 თვის ბავშვის სიკვდილიც წინა ღამით გამოიყენეს, მე არ მინდა მათსავით დავეცე და ვთქვა, ფაქტია ბავშვი ვიღაცამ მოკლა, ეს ხელისუფლებაში მოსასვლელად კარგად გამოიყენეს. ეგზიტპოლი რამდენიმე წუთის გამოცხადებული იყო და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ვერდიქტი და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ მიიღო ეს ვერდიქტი. მიხეილ სააკაშვილს კოჭებამდეც ვერ მოწვდები. ძალიან მიხარია აქ ვხედავ, ჩვენს კოლეგებს და კონკურენტებს, იმ პარტიებს და ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა აზრზე ვართ, დღეს ყველანი ერთად ვართ.
მე პირდაპირ გეტყვით, რას ჰქვია ხალხო, ჩვენ თუ აქ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ვამბობთ, რომ ყველამ ერთმანეთი ავიტანოთ, ასატანი რა გვჭირს? ყველამ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და გვიყვარდეს. ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, განურჩევლად ეთნიკურობისა. ყველა თუ უნდა ავიტანოთ, რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა? მიხელ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი ხალხი გვინდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი არ გინდა? ასე არ გამოვა მეგობრებო! მასე არ გამოვა ბიძინა ეგ ამბავი. მიშაც უნდა ჩამოვიდეს, ყველა დევნილი უნდა ჩამოვიდეს და ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველამ უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მართალია შორს არის, მაგრამ მასთან ურთიერთობის საშუალება გვაქვს. მიშას პატივისცემა თითოეული თქვენგანის პატივისცემაა და არავის არაფერი შეეშალოს",- განაცხადა ბარამიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread