02/11/201 056 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

„ევროპული საქართველო“ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს

„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
"მიუხედავად ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდისა, მიუხედავად ძალიან მძიმე დარღვევებით ჩატარებული საარჩევნო დღისა, საარჩევნო საღამოს ჩვენ მაინც ვიყავით ძალიან ფრთხილი და თავშეკავებული არჩევნების საბოლოო შეფასებაში და ვამბობდით, რომ ხმების დათვლას დაველოდებოდით. სამწუხაროდ, იმან, რაც შემდეგ საარჩევნო კომისიებში მოხდა, არ დატოვა კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, როგორი არჩევნები ჩატარდა 31 ოქტომბერს. არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. არჩევნები, სადაც ადამიანებს აშინებენ კრიმინალები, სუს-ი და ადგილობრივი ხელისუფლება, პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, თავისუფალ არჩევნებად ვერ ჩაითვლება. არჩევნები, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაა და გვაქვს ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად. ამიტომ ჩვენი შეფასება აბსოლუტურად მკაფიოა. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება - „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში. ეს არ არის რიგითი პროტესტი ან რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას და აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამიტომ ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. მე მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში “ევროპულმა საქართველომ“ ხმების 3.78%-ი მიიღო. ჯამში პარტიამ ახალი მოწვევის პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა. „ევროპული საქართველო“ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey