Babajana LOGO

გია ვოლსკი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე - სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები ამ თემის პოლიტიკურად გამოყენებასაც შეეცდებიან

22 ივლისს 2020 06:02ნახვები 299წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ვიცე-სპიკერი გია ვოლკის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოებებს გამოძიება დაადგენს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ძალები ამ თემას პოლიტიკურად გამოიყენებენ.
"როცა ასეთი რამ ხდება, სცილდება ოჯახურ ტრაგედიას და გადადის საქვეყნო ტრაგედიაში, რასაკვირველია, საზოგადოების მოთხოვნა გამოძიების მიმართ ყოველთვის მძაფრდება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ დააკლებს პროფესიონალიზმს, მაგრამ სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები ამ თემის პოლიტიკურად გამოყენებასაც შეეცდებიან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ 23 წლის ახალგაზრდის საქმის ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს უნამუსო ტყუილია.
"სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ",- აღნიშნა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania