19/03/241 012 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას - დამპყრობელმა მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე - რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც პრეზიდენტი?

დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე, ამაზე შეფასებები არ გვაქვს - რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, „ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა“.
„გასული კვირა მნიშვნელოვანი გახლდათ ორი პოლიტიკური შინაარსის მქონდე ფაქტით. ეს გახლდათ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ არჩევნები და ნატო-ს გენერალური მდივნის რეგიონული ტურნე. თუ რამეს უნდა ვისმენდეთ უმრავლესობის წევრებიდან, ეს არის შეფასებებს იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, მაგრამ უმრავლესობის არც ერთ წევრს ამაზე არ უსაუბრია. იმის გათვალისწინებით რომ ე.წ. არჩევნები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ მესმის ხმა არც ერთი ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შეფასება, როგორ აღიქვამენ ამ კანონდარღვევას და რა პასუხი აქვთ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით. მეგობრებო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა ე.წ. არჩევნები. დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე. ჩვენ ამაზე შეფასებები არ გვაქვს, ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა და უკვე მერამდენედ, საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პასუხი არ აქვს. აღარაფერს ვამბობ იმ მოვლენაზე, როდესაც ვიხილეთ ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და საქართველო, რომელსაც ამ კუთხით, რომელსაც კონსტიტუციით განსაზღვრული აქვს ნატო-ში გაწევრიანება, აღარ გაგვაჩნია ამბიცია წევრობის. საქართველოს ხელისუფლება ნატო-სთან დაახლოებაზე საუბრობს და არა წევრობაზე. შემდგომში გამომსვლელ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მივმართო - რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?“- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY