19/03/24939 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თეონა აქუბარდია „ოცნებას“ - უმადურობაა, რასაც აკეთებთ აშშ-სთან მიმართებაში - პირდაპირი ფრენა რუსეთთან გვაქვს და ეს არც მეგობრობის ნიშანი უნდა იყოს და არც სტრატეგიული პარტნიორობის

უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, რამდენადაც ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესს ემსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აქუბარდიას შეფასებით, მთავარი საკითხი, რის გამოც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ს თავს ესხმიან, არის „შიში ძალაუფლების დაკარგვის და შიში კრიტიკის, რომელიც აუცილებლად დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში იქნება“.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ანტიამერიკული თავდასხმა ვიხილეთ პარლამენტში ჩვენი პირველი კანონმდებლისგან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეგახსენებთ ერთი მხრივ იმას, რომ პირდაპირი ფრენა რუსეთთან გვაქვს და ეს არც მეგობრობის ნიშანი არ უნდა იყოს და არც სტრატეგიული პარტნიორობის. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა, არც ამერიკა აღარ დაფრინავს რუსეთში, მაგრამ მეგობრობაც არ გესმით „ქართულ ოცნებაში“ , ნამდვილი ქართული მეგობრობა იმიტომ, რომ უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, რამდენადაც ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერეს ემსახურება: პირველი, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და აშშ-ს მხარდამჭერი აქტი კანონით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და არ აღიარების პოლიტიკას ემსახურება. სხვათა შორის, განსხვავებით ჩინეთისგან, რომელთა ერთადაც ცდილობთ ერთ სიბრტყეში წარმოაჩინოთ. დემოკრატია არის ასევე, ჩვენი არჩეული გზა და შეერთებული შტატები ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში. ნატო-ში წევრობა, რომელიც სამწუხაროდ, თქვენ ფარატინა ქაღალდად აქციეთ, ესეც საერთო ინტერესია. გუშინ ირაკლი კობახიძეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან სიტყვა რომ არ დასცდენია წევრობაზე და პარტნიორობაზე, რომ ილაპარაკა, ისე როგორც ეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა გააკეთა, ესეც ამის მანიშნებელია, რომ თქვენ ქვეყანა ნატო-ში არ მიგყავთ. ისიც მანიშნებელია, აქ ვეტო-ს დაძლევას რომ აპირებთ, რომ დემოკრატიის განხორციელებას არ აპირებთ და არც 9 რეკომენდაციის, რომელიც ანალოგიურად ნატო-ში წევრობისთვის არის საჭირო, ასე ამაყად რომ ყოყლოჩინობთ, რომ ვეტოს დაძლევთ და მოერევით პრეზიდენტის ამ პოზიციას. ეს პრეზიდენტის პოზიცია არ არის, ეს ვენეციის კომისიის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ წლების განმავლობაში ჯანდაცვის, განათლების სექტორში, საზღვრის დაცვის უსაფრთხოებაში, ქართულ ჯარში და უამრავი სხვა მიმართულებით დახმარება, რაც გაუკეთებია და ამაზე თქვენ ასე უდიერად ლაპარაკობთ, ეს არის უმადურობა.
მთავარი საკითხი, რისთვისაც თქვენ თავს ესხმით აშშ-ს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, არის თქვენი შიში, თქვენი შიში ძალაუფლების დაკარგვის და შიში კრიტიკის, რომელიც აუცილებლად იქნება დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში. ამ მოცემულობაში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აშშ იყო მათ შორის, ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც შეაფასა უკანონოდ ჩატარებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY