19/03/24810 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს

როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ეს არის „უნიჭო პროპაგანდა“, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ ისტორია დასჯის და განსჯის.
„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ კვლავ განაახლა თავისი მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია, ოღონდ სამიზნედ ახლა ამოიღო არა ევროპა და ევროკავშირი, არამედ აშშ-ს ზედ გულში დაუმიზნა. ძალიან სასაცილო იყო გუშინდელი ანტიამერიკული კამპანიის გამოცხადება, რომელიც პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაახმოვანა სპეციალური ბრიფინგით და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც მხარი აუბა. თურმე რა პრეტენზია აქვთ აშშ-თან-რატომ არ არის უვიზო რეჟიმი? რატომ არ არის აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა? რატომ არ დაფრინავს აშშ-ში საქართველოდან პირდაპირ თვითმფრინავი? მერე „საუკეთესო მეგობრის“ მაგალითიც დაასახელა, აგერ ჩინეთთან ხომ გვაქვს ყველაფერი ეს. ახლა დაიწყეს დამუნათება, საყვედური იმ ქვეყნის, რომლის დახმარება რომ არა, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა არ იარსებებდა. მხოლოდ აშშ-მ საკუთარი ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს დახმარების სახით გაუწია 5 მლრდ დოლარზე მეტი“, - განაცხადა გოცირიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება ევროკავშირის გარდა, ხელისუფლებასაც გადასწვდა.
„ევროპასთან ხომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, რას ერჩოდით ევროკავშირს 2 წელი რომ ლანძღვა-გინებაში იყავით? ე.წ. ხალხის ძალა პარტიად რომ შექმენით და პარტიად დააგვირგვინეთ, „ქართული ოცნება 2“ რომ მოგვევლინა, მათი მთავარი დავალება ივანიშვილის მხრიდან რა იყო გახსოვთ? თურმე ევროპა ბიძინა ივანიშვილს თავის ფულს არ აძლევს, სანამ საქართველო ომში არ ჩაერთვება და ბევრი სხვა სისულელეები. ეს არის უნიჭო პროპაგანდა. როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს“, - განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.