19/03/241 077 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თინა ბოკუჩავა - დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი

რა თქმა უნდა, მოლოდინია, რომ ივანიშვილის პარტია კვლავ ძალმომრეობის პოლიტიკას აირჩევს, დაძლევს ვეტოს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას არ აინტერესებს ქვეყნის წარმატებული ევროინტეგრაცია, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გზავნილებით ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ არჩევნები უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას, რაც უდავოდ ცვლილებების მოტანაა ჩვენს ქვეყანაში".
"რა თქმა უნდა, მოლოდინია, რომ ივანიშვილის პარტია კვლავ ძალმომრეობის პოლიტიკას აირჩევს ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები, დაძლევს ვეტოს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას არ აინტერესებს ევროპული დღის წესრიგი და ქვეყნის წარმატებული ევროინტეგრაცია. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და შემდეგ კოალიციური მართლაც ევროპული ხელისუფლება. მერწმუნეთ, ძალიან მოკლე დროში შეასრულებს 9 დათქმას, გახსნის მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი.
მაშინ როდესაც ივანიშვილს აღარ აქვს ხალხის ნდობა და ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები საქართველოში, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ გზავნილებით აფრთხილებენ ივანიშვილს, რომ არჩევნები უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას, რაც უდავოდ ცვლილებების მოტანაა ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ბოკუჩავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,