მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, ზელენსკის ვიზიტი ისრაელში კითხვის ნიშნის ქვეშაა
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ისრაელის მედიაში გავრცელდა. The Times of Israel-ს უკრაინელმა დიპლომატმა განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ისრაელში ჩასვლის შემდეგ სურდა ინფორმაციის გასაჯაროება და არა წინასწარ.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თელ-ავივში ორშაბათს, ან სამშაბათს იგეგმებოდა.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თელ-ავივში ორშაბათს, ან სამშაბათს იგეგმებოდა.