04/11/23329 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ყველას გვესმის, რომ 7 ოქტომბრამდე არსებულ სტატუს- კვოს ვერ დავუბრუნდებით“ | ბლინკენი

ისრაელიდან იორდანიაში ჩასული აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამანში იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აიმან საფადის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს სამეჰ შუკრის შეხვდა.
მოლაპარაკებების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, 7 ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობა ვეღარ დაბრუნდება. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ისრაელთან ერთად პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეის ერთგული რჩება, მაგრამ -  „ჩვენ ყველას გვესმის, რომ სტატუს კვოს ვერ დავუბრუნდებით“.
ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ისრაელის უფლებას ჰამასის წინააღმდეგ თავდაცვაზე, მაგრამ „მან უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელმძღვანელობასთან განიხილა სამხედრო ოპერაციებში „ჰუმანიტარული პაუზების“ შესაძლებლობა მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, თუმცა, ბლინკენი კვლავ ეწინააღმდეგებოდა ეგვიპტისა და იორდანიის მოწოდებებს ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ.
ცეცხლის შეწყვეტა ახლა ჰამასს უბრალოდ დროს მისცემს, რომ გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთეს 7 ოქტომბერს. სულ რამდენიმე დღის წინ ჰამასის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აპირებენ 7 ოქტომბრის მოვლენების თავიდან გამეორებას. ვერც ერთი ქვეყანა ვერ დათანხმდება ამას - ამბობს ბლინკენი. 
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ კი პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „მთელი რეგიონი იძირება სიძულვილის ზღვაში და ეს გადამწყვეტი იქნება მრავალი მომავალი თაობისთვის“.
"ეს არ არის რელიგიური ომი. ეს არ არის ომი მუსლიმებსა და ებრაელებს შორის" - თქვა  აიმან საფადიმ.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუკრიმ განაცხადა, რომ ბლინკენთან მოლაპარაკებების დროს "ორმაგი სტანდარტების გამოყენების" წინააღმდეგ გამოვიდა -"არაბული სისხლი სხვა ხალხების სისხლზე ნაკლები არ უნდა იყოს" - თქვა მან და ღაზაში, ცეცხლის დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტა მოითხოვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იორდანიიდან თურქეთში გაემგზავრება.  
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY