04/11/23354 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მნიშვნელოვანი წინსვლა გაქვთ. ამას დავადასტურებთ მომავალ კვირას, როდესაც ევროკომისია წარადგენს გაფართოების შესახებ ანგარიშს | ლეიენი ზელენსკის

"უნდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გაქვთ. შთამბეჭდავი სანახავია. ჩვენ ამას დავადასტურებთ მომავალ კვირას, როდესაც ევროკომისია წარადგენს ანგარიშს გაფართოების შესახებ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ლეიენის თქმით, უკრაინამ აჩვენა წინსვლა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში, ოლიგარქიული კონტროლის შეზღუდვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბევრ სხვა სფეროში. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია უკრაინა დარჩენილი რეფორმების დასრულებას ძალიან მალე შეძლებს - "თუ ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა შეძლებს გააცნობიეროს თავისი ამბიციური მიზანი, გადავიდეს გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე. “ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის თითოეული ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუციური განვითარების აღიარება და ეფუძნება კონკრეტულ დამსახურებას ევროპული ცხოვრების წესების დაცვაში. სწორედ ამიტომ უკრაინა არ ითხოვს დათმობებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ასრულებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას, რომელიც მიეცა ჩვენს სახელმწიფოს და აუცილებელია წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უმაღლეს რადაში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის შესახებ.
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში დღეს ჩავიდა. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მისი მე-6-ე ვიზიტია. ლეიენი კიევში ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე 3 დღით ადრე ჩავიდა. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს ევროკომისია უკრაინის  ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასვლას. ამავე დღეს გაირკვევა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რა რეკომენდაციას გასცემს კომისია გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.