04/11/23396 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ხელს უწყობს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას..." | პატრიარქი კირილი უკრაინაში ეჭვმიტანილად გამოცხადდა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რუსეთის პატრიარქი ეჭვმიტანილად გამოცხადდა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.
უკრაინის საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, ვლადიმერ გუნდიაევი, იგივე პატრიარქი კირილი ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას და უარყოფს ოკუპანტების სამხედრო დანაშაულებს.
გამოძიების თანახმად, კირილი რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახლო წრის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.
"პროპაგანდის გასავრცელებლად ის მასიურად იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მის კონტროლს დაქვემდებარებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ თემებს, ასევე უკრაინის რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს.
რეგულარულად ავრცელებს კრემლის ნარატივებს ონლაინ ქადაგებების, ან საკუთარი ვიდეო კომენტარების სახით.
არაერთხელ მისცა კომენტარები რუსეთის ცენტრალური ტელეარხების პროპაგანდისტებს, სადაც იგი მხარს უჭერდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და მოუწოდებდა მორწმუნეებს გაერთიანებულიყვნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
SBU-მ დაადასტურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის დანაშაულებრივი ქმედების ფაქტები." ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 
გუნდიაევი ეჭვმიტანილია: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში; რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის ლეგიტიმურად აღიარებაში, აგრესიული ომის დაგეგმვა- მომზადება- დაწყება -წარმოებაში.
უკრაინის უშიშროების ინფორმაციით, მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ღონისძიებები უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩართული პირის [კირილის] პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ 70 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებული სასულიერო პირების წინააღმდეგ. მათგან, 16 მიტროპოლიტია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA