04/11/23300 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მარნეულში "ოცნების" აქტივისტმა "ენმ"-ის აქტივისტს ესროლა | ჰუმბათ ჯალილოვი დაჭრილია

მარნეულში, სოფელ დაშთაფაში ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. "ქართული ოცნების" აქტივისტმა, ასიმ გულიევმა, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, ჰუმბათ ჯალილოვს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა. 
ჯალილოვი ფეხში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
მარნეულის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია:
"ჩემი დეიდაშვილი ჰუმბათ ჯალილოვი  გზის პირას ხილს ყიდდა რა დროსაც  ასიმ გულიევი მიუახლოვდა და თოფიდან ესროლა.  მეორე ტყვიას  რომ დებდა ადგილზე მყოფებმა შეუშალეს ხელი. ჩემი დეიდაშვილი ფეხში დაიჭრა. ის მაშინვე  კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ უკვე სახლში გაწერეს. ახლა კი პოლიციას დაკითხვაზე ყავს.  დამნაშავეც უკვე დააკავეს. როგორც ვიცი თავდამსხმელს -  ასიმ გულიევსა და ჩემს დეიდაშვილი 2020 წლის არჩევნების პერიოდში კონფლიქტი ჰქონდათ. გულიევი ქართულ ოცნებას ეხმარებოდა ჰუბათ ჯალილოვი კი ოპოზიციას და როგორც გავიგე დღევანდელი დაპირისპირებაც იმ კონფლიქტის გაგრძელება იყო" ამბობს დაზარალებულის ნათესავი ილგარ ალიევი.
თავდასხმის პოლიტიკურ მოტივზე და 2020 წლის კონფლიქტის გაგრძელებაზე საუბრობს ენმ-ის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი:
"დღეს ქართული ოცნების აქტივისტი ჩვენს აქტივისტს თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა. ის  ფეხშია დაჭრილი.  ქართული ოცნება ამით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაშინებას ცდილობს თუმცა ასეთი დანაშაულებით  ვერაფერს მიაღწევენ.   დღეს მომხდარი ინციდენტი 2020 წლის არჩევნებისას მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა. მაშინ  ჯალილოვმა ქართული ოცნების აქტივისტი გაყალბების ფაქტზე გამოიჭირა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოყვა, რომელიც როგორც ჩანს დღემდე გაგრძელდა ბოლოს ასე დასრულდა.  ვითხოვთ დამნაშავე მთელი სიმკაცრით  დაისაჯოს" ამბობს ქაზიმოვი.
რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA