13/09/23264 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაატა მანჯგალაძე - დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი „კახური კლანის“ მეთაურს წარმოადგენს - „ქართულმა ოცნებამ“ თეორიის შეთხზვას, რომ თანხა ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ გადაიხადა, ერთი კვირა მოანდომა

დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი „კახური კლანის“ მეთაურს წარმოადგენს, რაზეც ბიძინა ივანიშვილიც საუბრობდა და მამამისიც „კახურ კლანთან“ არის დაკავშირებული - სხვანაირად პენსიონერი ამ რაოდენობის თანხას ვერ შეაგროვებს, - ეს განცხადება დღეს მედიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძის შეფასებით, ღარიბაშვილის ჩარტერთან დაკავშირებული ინფორმაცია მასშტაბური კორუფციის არსებობის დასტურია.
„როგორც კი ჩარტერულ რეისთან დაკავშირებული სკანდალი გახდა ცნობილი, ვთქვი, რომ ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ პრემიერს ბილეთები მამამ უყიდა. „ქართულმა ოცნებამ“ თეორიის შეთხზვას, რომ თანხა ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ გადაიხადა, ერთი კვირა მოანდომა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ხან იმას ამბობს, რომ ღარიბაშვილის მამა პენსიონერია, ხან იმას, რომ მდიდარი და კორუმპირებულია. ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობთ - დიახ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა არის პენსიონერი, მაგრამ ამასთან ერთად დაკავშირებულია ე.წ. კახურ კლანთან. არა მაქვს ინფორმაცია, რომ 2012 წლამდე, როცა წინა ხელისუფლების პირობებში ღარიბაშვილის მამა სოფლის რწმუნებული იყო, თანხა იმ დროს დააგროვა. ყველა შემთხვევაში, მას ეს თანხა "ქართული ოცნების" პირობებში აქვს დაგროვებული. უნდა დაასაბუთონ, როგორ შეუძლია პრემიერის მამას საკუთარ შვილს ყოველწლიურად 150 ათასი ლარი შესწიროს და ასეთი ძვირიანი ჩარტერი დააფინანსოს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA