13/09/23393 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვადასტურებ ინფორმაციის სიმართლეს, ვილნიუსის სამიტზე ღარიბაშვილი არ მიიწვიეს იმის გამო, რომ უარი თქვა ამერიკული შეიარაღების მიღებაზე - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ადასტურებს "მთავარ არხზე" გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკულ შეიარაღებაზე და სამხედრო ბაზებზე უარი თქვა. ვაშაძის თქმით, ამის თაობაზე სხვადასხვა მინიშნებები პარტნიორები არაერთ შეხვედრაზე გაუკეთებიათ. ვაშაძე ამბობს, რომ "ოცნება" რუსული ინტერესებით მოქმედებს და სწორედ ამიტომ თქვა უარი ქვეყნისთვის უკიდურესად საჭირო უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე: 
"გუშინ მთავარ არხზე გავიდა ინფორმაცია ამერიკული მხარის სურვილის შესახებ, რომ საქართველოს დახმარებოდა თანამედროვე შეიარაღებით და სამხედრო ბაზებით. მე ჩემის მხრივ, მინდა დავადასტურო, რომ ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. არაერთ შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემი ამერიკაში ვიზიტის დროს, გვქონდა მინიშნებები ამ საკითხზე.
"რამდენიმე თვის წინ, სტრატეგია აღმაშენებელმა ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო თანამედროვე შეიარაღება როგორიცაა ჰაიმარსები, აბრამსის ტანკები და პეტრიოტის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებც ჩვენი უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და ამაზე ქართული ოცნება ამბობს უარს" ამბობს ვაშაძე.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება თანამედროვე შეიარაღება და ამერიკული სამხედრო დახმარება, თანამედროვე ტიპის ჯარი, რომელიც იქნება მშვიდობის გარანტი, "თუმცა რუსეთის ინტერესში ეს არ შედის და სწორედ ამიტომაა, რომ ქართულმა ოცნებამ უარი უთხრა ამერიკულ მხარეს თავის დროზე და ამ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას დღემდე აგრძელებს ქართული ოცნება. პუტინის დავალების შესრულებას აგრძელებს."- ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი. 
ვაშაძის განცხადებითვე, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრემიერი ღარიბაშვილი ნატოს ვილნიუსის სამიტზე ივლისში არ მიიწვიეს, სწორედ ამერიკულ დახმარებაზე უარის თქმა გახდა:
"ვილნიუსის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილს უთხრეს უარი სწორედ ამის გამო, რომ მან რუსული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა უარი თანამედროვე შეიარაღების მიღებაზე. ეს არ არის რიგითი საკითხი ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს ღარიბაშვილმაც და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემაც, რომელიც მულტიმილიონერი გახდა ამასობაში...
გამოდი და დაგვიდასტურე, რომ ამას არ ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ თქვენ უარი თქვით საქართველოსთვის საოცარი მნიშვნელობის შესაძლებლობაზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვადასტურებ ამ ინფორმაციის სიმართლეს და არაერთ შეხვედრაზე ჩვენთან მინიშნებებით იყო საუბარი და ბევრ დახურულ კონტაქტებში" განაცხადა ვაშაძემ.  
"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ  რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართულ ოცნებას ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო. ფაქტი კი ხელისუფლებამ დამალა. მიზეზად "ოცნებამ" რუსეთის "არგაღიზიანება" დაასახელა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ