11/08/23604 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, დიდი მადლობა ქართველ მაშველებს! ლამის შიშველი ხელებით სამოქალაქო გმირობას სჩადიან ყველა სამაშველო ოპერაციის დროს - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ოჯახის სახელით ქართველ მაშველებს მადლობას უხდის და წერს, რომ ლამის შიშველი ხელებით ისინი სამოქალაქო გმირობას სჩადიან ყველა სამაშველო ოპერაციის დროს: 
ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, დიდი მადლობა ქართველ მაშველებს!
მხოლოდ მათი პიროვნული გამბედაობის და პროფესიონალიზმის იმედზეა ეს ქვეყანა გაჭირვების ჟამს. ყოველი სამაშველო ოპერაცია მათი სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზე გადის. 
ნორმალურ ქვეყნებში საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად და გამბედავად კეთება, ზოგადად, გმირობად არ ითვლება. მაგრამ იმ ქვეყნებში მაშველები კბილებამდე აღჭურვილები არიან, სამაშველო სამსახურს კი ჯარზე უკეთესი პროფესიული ტექნიკა აქვს, მაშველებს და მათ ოჯახებს - მაღალი ხელფასი და ერთერთი ყველაზე მაღალი სოციალური დაცვის პაკეტი. ეს არა მარტო მაშველთა ეფექტიანობას ზრდის მაქსიმუმამდე, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკებს ამცირებს მინიმუმამდე. 
საქართველოში კი ლამის შიშველი ხელებით მოქმედი, უდაბლესი ხელფასის პირობებში პრაქტიკულად ენთუზიაზმით მომუშავე მაშველები ნამდვილად სამოქალაქო გმირობას სჩადიან ყველა სამაშველო ოპერაციის დროს. 
გაუმარჯოს ქართველ მაშველებს! ისინი იმსახურებენ უკეთესს, და ისინი აუცილებლად მიიღებენ უკეთესს: შრომის პირობებსაც, აღჭურვილობასაც, ხელფასსაც და დაფასებასაც! 
და ჩვენ და ჩვენი შვილებიც ვიმსახურებთ, რომ უფრო დაცულები ვიყოთ და არა მხოლოდ მაშველის პირადი გამბედაობის იმედის ამარა. და ჩვენც აუცილებლად მივიღებთ ამას!
ამ და წინა ტრაგედიებს ვეღარაფერი ეშველება, მსხვერპლს ვერ დავაბრუნებთ, უბედურებას მეხსიერებიდან ვერ წავშლით. მაგრამ მომავალი ჩვენია. არა "ოდესმე" მომავალი, არამედ ხვალინდელი დღე. 
ყველაფერი კარგად იქნება." წერს ნიკა გვარამია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY