რუსეთმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებს შეუტია - სარდლობის ცნობით, ჩამოაგდეს 6 "კალიბრი" და 25 "შაჰიდი"
უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებს შეუტია. უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ოდესაში ზღვიდან გაშვებული 6 "კალიბრის" რაკეტა, ასევე ოდესის ოლქში 21 "შაჰიდის" დრონი და 4 მიკოლაივის ოლქის თავზე.
თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
"ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტებმა და ჩამოგდების ტალღამ დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტები და რამდენიმე კერძო სახლი.მიკოლაევში რუსეთის თავდასხმის შედეგად საწარმოო ობიექტი დაზიანდა, გაჩნდა ხანძარი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანდაზმული მამაკაცი საკუთარ სახლში დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ამბობს სამხრეთის სარდლობა.