18/07/23282 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 1 459 541-მდე ვიზიტორი შემოვიდა - TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და რასიზმის შესახებ საქართველოში, კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიში მიმოიხილავს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პოლიტიკას, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხებს, ელექტრონული ვიზების გაცემის პრობლემას, ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლების და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა რასობრივ დისკრიმინაციას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ იკვეთება სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე სახელმწიფოს შერჩევითი და სავარაუდო დისკრიმინაციული პოლიტიკა. 
"ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს. 2022 წელს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ ათობით რუს ჟურნალისტს, უფლებადამცველსა და პოლიტიკოსს. ასევე, 2021 წლიდან ხელისუფლება საქართველოში შემოსვლაზე დაბრკოლებებს უქმნიდა უკრაინელ საჯარო პირებს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელების სავარაუდო დისკრიმინაციისა და სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის, ასევე, წარმოშობის გამო საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის მაჩვენებელი. " წერს ორგანიზაცია.
ამავე კვლევით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის გამოცხადების პრაქტიკა, რასაც – თითქმის ყველა შემთხვევაში – საფუძვლად უდევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა.  
"აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა კვლავ დისკრიმინაციულია და ისინი ხშირად დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც, რომლებსაც დაბრკოლება ძირითადი მიგნებები10 ექმნებათ სწავლის გაგრძელებაში. ხელისუფლებამ TDI-ს არ მიაწოდა დეტალური სტატისტიკური მონაცემები."
თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2023 წლის 11 აპრილამდე საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით რუსეთის 10,304-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც ნახევარზე მეტი დაკმაყოფილდა:
"2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით წარადგინეს სულ 10,304 განცხადება, რომელთა 32,5% (3,340), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნახევარზე მეტი, 56% (5,759) დაკმაყოფილდა. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. 
იმავე პერიოდში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უკრაინის მოქალაქეებმა წარადგინეს 943 განცხადება, რომელთა 5%, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 85% დაკმაყოფილდა. 1925 განცხადება წარადგინეს ბელარუსის მოქალაქეებმა. მათი 28% (543), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 61% (1167) დაკმაყოფილდა." ვკითხულობთ ანგარიშში.
რასობრივი დისკრიმინაცია:
"ეროვნული, ეთნიკური ან/და რასობრივი მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2022 წელს სულ გამოტანილ იქნა 5 გამამტყუნებელი განაჩენი. სახელმწიფოს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიზნებისათვის, „რასის“ ცნებაში მოაზრებულია: „რასა“, კანის ფერი, ენა, მოქალაქეობა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილება, წარმოშობა, რაც გამორიცხავს იმის ზუსტი აღრიცხვის შესაძლებლობას, თუ კონკრეტულად რომელი მოტივით იქნა დანაშაული ჩადენილი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სულ 56 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც რასობრივი დისკრიმინაციის ნიშანი იკვეთებოდა. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის 14 ფაქტზე, დაზარალებულად კი ცნეს სულ 18 პირი. რასობრივი შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამო საანგარიშო პერიოდში მსჯავრდებულ იქნა 7 პირი (რომელთაგან 5 საქმეზე გამოძიება საანგარიშო პერიოდში დაიწყო). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, კვლავაც პრობლემად დარჩა ეთნიკური შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის მოტივით ჩადენილი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის კვალიფიცირების საკითხი. კვლავ პრობლემურია ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი რასიზმი საჯარო და კერძო ურთიერთობებში. აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი მიგრანტები, გარდა სახელმწიფო სერვისების მიღებისას შექმნილი დაბრკოლებებისა (საზღვარზე შემოშვება, ბინადრობის ნებართვის მიღება), საუბრობენ დისკრიმინაციულ გამოცდილებებზე საჯარო სივრცეებში, ბინის დაქირავებისას შექმნილ წინააღმდეგობებზე, განსხვავებულ მოპყრობაზე კომერციულ ბანკებში და სხვ."
ამავე ანგარიშით, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება ცალკეული ქვეყნებიდან შემომავალი ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით. მაგალითად, თუ 2021 წელს რუსეთიდან – 291,511, თურქეთიდან – 358,014, სომხეთიდან კი – 218,349 შემოსვლა ფიქსირდებოდა, 2022 წელს ეს რიცხვი, რუსეთის შემთხვევაში – 1,459,541-მდე, თურქეთის შემთხვევაში – 1,030,199-მდე, სომხეთის შემთხვევაში კი – 1,018,771 ერთეულამდეა გაზრდილი.
ამ ფონზე, უკრაინიდან დაფიქსირებული შემოსვლების რაოდენობა მხოლოდ 32%ით, 168,961-დან 223,697 ერთეულამდეა გაზრდილი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოვიდნენ დასახელებული ქვეყნებიდან. შესაბამისად, 2022 წელს სომხეთიდან და თურქეთიდან შემომსვლელ უცხოელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე იყოს, რომლებიც დასახელებული ქვეყნების გავლით ჩამოვიდნენ საქართველოში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York