07/07/23708 ნახვა წყარო: palitranews.geფოტო: palitranews.ge

ალეკო ელისაშვილი - ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი, სიღრმეში არ ჩავიდა, როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოზე

სიღრმეში არ ჩავიდა ზელენსკი. როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოსთან მიმართებაში , - ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას ურჩევს.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ზელენსკის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ფოტოს მიხედვით არ უნდა მიეღო, მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს.
„ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი. ჩემთვის ძალიან მიუღებელი გადაწყვეტილებაა. ქვეყნიდან ელჩის გამოგდება რას ნიშნავს? მერე ქვეყნებს შორის ომი იწყება ხოლმე. აიღეთ და წაიკითხეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება. ზელენსკის ეს მანამდე რომ გაეკეთებინა, გავიგებდი. მეც გული გამისკდა, არ გამოიყურება მხნედ და შეუპოვრად, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, ცოტა სიღრმეში ხომ უნდა ჩახვიდე. სიღრმეში არ ჩავიდა ზელენსკი. როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოსთან მიმართებაში.
მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და ჩემი ქვეყანა მიყვარს ყველაზე მეტად. ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, როცა ჩემ ელჩს კისერში ხელს მოკიდებენ და გამოაგდებენ, ამისთვის რაღაც ისეთი უნდა იყოს, რომ შენც დაშავებული გქონდეს.
რაც ომი დაიწყო, ხან საქართველოს ხელისუფლება აშავებს, ხან უკრაინის“,- განაცხადა ელისაშვილმა.
კითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან, ელისაშვილი პასუხობს, რომ სააკაშვილმა თავის თავში ეგოიზმი უნდა დაძლიოს.
„სააკაშვილმა თავის თავში ეგოიზმი უნდა დაძლიოს , ასე ვხედავ ამ პრობლემის მოგვარებას. ხომ გარისკა? რისთვის ჩამოვიდა აქ? მართლა ხინკლის საჭმელად და არყის დასაყოლებლად ხომ არ ჩამოვიდა. ჩამოვიდა რევოლუციის მოსაწყობად. მაშინ ჩამოვიდოდა ჩვეულებრივი რეისით. შემოიპარა, კინაღამ რევოლუცია მოახდინა, მაგრამ არ გამოუვიდა, დაიჭირეს. შეეგუე ამას. ვინმე ნორმალური ფსიქოლოგი სჭირდება სააკაშვილს, სხვა არაფერი არ სჭირდება“,- განაცხადა ელისაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY