07/07/231 273 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ დაანგრია საკუთარი მითოლოგიაც - გია ხუხაშვილი

„ბიძინა ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ დაანგრია საკუთარი მითოლოგიაც კი, ანუ მიზეზი არის რაღაც იმდენად სერიოზული, რომ საკუთარი იმიჯი მთლიანად დაამსხვრია,“ - ეს განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „დღის ამბებში“ გააკეთა. ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის „ქუჩური გარჩევა“ მიმდინარეობს და ამაში პროკურატურაც ჩართულია.
გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ ხაზზე საუბრობს, სადაც ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ აქვს და ფულს საზღვარგარეთ  შოულობს, ეს ხაზი კი ივანიშვილის სარჩელმა მმართველ ძალას ჩამოუშალა. ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მიზანია, გიორგი ბაჩიაშვილი დაიქვემდებაროს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს.
საუბარი იმაზეა, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას მითოლოგიაზე, რომ ის არის წმინდა წყლის ქველმოქმედი, არანაირი ბიზნესინტერესები საქართველოში არ აქვს და ეს მითი, მუდმივად ამაზე ეწყობა მისი პორტრეტის ჩამოყალიბება ხელისუფლების მხრიდან. ამ დროს, რადგან მან გადაგა ნაბიჯი და, ფაქტობრივად, გვაჩვენა, რომ აქვს ბიზნესი, რომელიც წერს 800 პროცენტს წელიწადში და კრიპტოვალუტის მაინინგი საქართველოში ჩვეულებრივი ბიზნესი არ იყო, სერიოზული პრეფერენციები მიიღო ამ საქმიანობამ საქართველოში - ჩვენ ხარჯზე მოხდა, იაფი ელექტროენერგიიდან დაწყებული, საგადასახადო შეღავათები - ფაქტობრივად, ნულოვან ხარჯებიანი ბიზნესი იყო და დადგება დრო, როდესაც სერიოზულად იქნება ეს საკითხი შესწავლილი. ბიძინა ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ დაანგრია საკუთარი მითოლოგიაც კი, ანუ მიზეზი არის რაღაც იმდენად სერიოზული, რომ საკუთარი იმიჯი მთლიანად დაამსხვრია,“ - ამბობს ხუხაშვილი.
ხუხაშვილისთვის არადამაჯერებელია არგუმენტი, რომ ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს პოლიტიკური განცხადებების გამო დაუპირისპირდა.
აქ ჩემთვის მთავარია 2 აქსპექტი. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ჰეროიზაციას, რომ ის ბიზნესმენია და ბიზნესმენებს ჩაგრავს ხელისუფლება ან პოლიტკური მოტივებია, არადამაჯებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს, სავსებით არასერიოზულია, ბაჩიაშვილი არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ არის და არ არის შემჩნეული კრიტიკულობაში ხელისუფლების მიმართ. ბაჩიაშვილის პოლიტიკური აქცენტები არავის მოუსმენია. ის, რომ პოლიტიკურ მოტივებზე უნდათ ააგონ სტრატეგია ადვოკატებმა, ეს მესმის, თუმცა, კომიკურია. ვიცნობ ბაჩიაშვილს კარგად, ივანიშვილსაც ვიცნობ და დაახლოებით, წარმომიდგენია ეს,“ - ამბობს ხუხაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA