უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთით, რამდენიმე ტერიტორია გაათავისუფლეს -სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე დაიკავეს რამდენიმე ტერიტორია და გაანადგურეს ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
"ბახმუტის მიმართულება. თავდაცვის ძალები პროგრესირებენ. მე-10 ედელვაისის ბრიგადის თავდასხმის ქვედანაყოფები უტევენ რუსეთის პოზიციებს ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე. რამდენიმე ტერიტორია დაიბრუნეს და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს", - აცხადებს სირსკი.