05/07/23399 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გლობალური ბირთვული უსაფრთხოება არსებობს? - პოდოლიაკი რუსეთის ბირთვულ მუქარაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის მიერ ბირთვულ შანტაჟს ეხმაურება და გლობალური ბირთვული უსაფრთხოების არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ვიყოთ გულწრფელები. გლობალური ბირთვული უსაფრთხოება არსებობს? როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ეს ისეთივე ფიქციაა, როგორც ზოგადად საერთაშორისო სამართალი. რუსეთი დემონსტრაციულად აუქმებს თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ძირითად საყრდენებს, არღვევს როგორც კანონებს, ისე ბირთვული შეკავების ხელშეკრულებებს. მეტიც, დროდადრო „რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი“ გამოდის საჯაროდ და კამერის წინ შეღონებული სახით პირდაპირ იმუქრება: ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი და შეგვიძლია მისი გამოყენება არაბირთვული ქვეყნის წინააღმდეგ“. ამავე დროს, რუსეთის სხვა წარმომადგენლები ღიად ნაღმავენ დაკავებულ ბირთვულ ობიექტს და ცინიკურად იმუქრებიან მისი აფეთქებით. საპასუხოდ, სასიკვდილო დუმილი. დავუბრუნდები თავდაპირველ კითხვას: რატომ გვჯერა, რომ მსოფლიოს აქვს გლობალური ბირთვული უსაფრთხოება? განა ყველაფერი კეთილ ნებას და ჩვენს გულწრფელ ილუზიებს არ ეფუძნება?", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აფეთქების საფრთხეზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება არაერთხელ გააკეთა. მისი თქმით, "მსოფლიოს ყველა ქვეყანა" მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York