04/07/231 394 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ქმედება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სასამართლო სხდომის კადრების გამოქვეყნების შემდეგ,  „ყველაფერმა პიკს მიაღწია“, რის გამოც კიევმა მიიღო „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი“ გადაწყვეტილება.
„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია პროტესტის გამოხატვაა. მეორე დონე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება.  რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს", - განაცხადა კულებამ. 
მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში სამშაბათს დილითაა დაბარებული:
კულებას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო „ნამდვილად სურს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯა“ და მოქმედებს „სტალინური მეთოდებით".
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს,  სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
ყველაზე მწვავე იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც უპრეცედენტო და უკიდურესი დიპლომატიური გადაწყვეტილება მიიღო და 48 საათის განმავლობაში უკრაინაში საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY